
საქართველოს ნაკრების წევრი, ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, ბელა ხოტენაშვილი ჩინეთის ქალაქ ვენჩჟოუში 14- 19 ივლისს ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს დაუპირისპირდება. მეტოქეები 4 კლასიკურ პარტიას ითამაშებენ, ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულს სწრაფ ჭადრაკში დაპირისპირება გაარკვევს.
ცზიუ ვენცზიუნი ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება და ქართველი დიდოსტატი მისთვის ყველაზე საინტერესო მეტოქე აღმოჩნდა.

- სათაური: ბელა ხოტენაშვილი მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდება!
- ავტორი:
- თარიღი: 17-06-2019 8:32 PM
- Tags: