
სოფიკო ხუხაშვილმა წარმატებით იასპარეზა არაბთა გაერთიანებული ემირატების ქალაქ შარჟაში დასრულებულ ქალთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე! ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 33 ქვეყნის 120 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
პირველი ადგილი 7,5 ქულით რუმინელმა დიდოსტატმა ირინა ბულმაგამ დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2.კარინა შჩეპკოვსკა (პოლონეთი)
3.სოფიკო ხუხაშვილი (საქართველო)
4.გუ ქსიაობინი (ჩინეთი)
5.ბახტი კულკარნი (ინდოეთი).

- სათაური: წარმატებით იასპარეზა!
- ავტორი:
- თარიღი: 21-12-2018 6:22 AM
- Tags: