ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წარმატებით იასპარეზა!

დიდი წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ  აზერბაიჯანის ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე! ქართველმა დიდოსტატმა  9-დან 6,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და საკუთარ ელო-რეიტინგს 11 ქულა შემატა.პირველ ადგილზე თემურ გარეევი (აშშ;2560) გავიდა 7,5 ქულით, ხოლო მეორეზე ნიჟატ აბასოვი (აზერბაიჯანი;2633) 7 ქულით.

მთავარი ასპარეზობის პარალელურად გამართულ ‘B’ ტუნირში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძემ დააფიქსირა.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: წარმატებით იასპარეზა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 11-05-2019 8:12 PM
  • Tags:
Top