
საერთაშორისო დიდოსტატ ინგა ჭარხალაშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში!
გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ მერი არაბიძეს! მესამე ადგილზე 6 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით ევროპის მრავალგზის ჩემპიონი თანატოლთა შორის ნინო ხომერიკი გავიდა.

- სათაური: ჭარხალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
- ავტორი:
- თარიღი: 02-06-2018 10:22 PM
- Tags: