ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ჩინეთში დასრულდა...

საქართველოს ვაჟთა  ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმა (2666) წარმატებით იასპარეზა ჩინეთის ქალაქ ჰუნანში გამართულ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე ‘Belt and Road 2019’!

შეჯიბრში 16 ქვეყნის 73 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 6 მონაწილე2700-ზე მაღალი რეიტინგის მფლობელი  გახლდათ. ჩეპარინოვი სასტარტო რეიტინგ-სიაში მე-11 ნომრად იყო განთესილი, ხოლო ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ნინო ბაციაშვილი 62-ე ნომრად.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და ჩეპარინოვმა 6 ქულით IV ადგილი დაიკავა. ბაციაშვილმა 3 ქულა დააგროვა და 65-ე საფეხურზე დაფიქსირდა.

I ადგილზე სურია განგული (ინდოეთი;2638) გავიდა, ხოლო II - III ადგილი 6,5 - 6,5 ქულით: იანგი იუმ (ჩინეთი;2736) და ამინ ბასემმა (ეგვიპტე;2707) გაინაწილეს.

ტექნიკური შედეგები

 

  • სათაური: ჩინეთში დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-08-2019 12:12 AM
  • Tags:
Top