ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

წყალი სნო“ ჩვენს სპორტსმენებს ახალი გამარჯვებების მიღწევაში დაეხმარება“

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გიორგაძემ და „წყალი სნოს“ მწარმოებელი კომპანია „აქუა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ თანამშრომლობის ხელშეკრულება დღეს, ვერის პარკში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გააფორმეს. 
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს საჭადრაკო ოჯახს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მალე ბათუმი უდიდეს ტურნირს უმასპინძლებს, საქართველოს მსოფლიოს 189 ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა, უამრავი სახელოვანი მოჭადრაკე ჩამოვა და დარწმუნებული ვარ „წყალი სნო“ საქართველოს ნაკრების წევრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვენიერი წყლით ოლიმპიადის ყველა სტუმარი ძალიან ნასიამოვნები დარჩება“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. 
კომპანია „აქუა გეო“ მოხარულია 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით. ქართულ ჭადრაკს უდიდესი წარსული აქვს და ვიმედოვნებთ, „წყალი სნო“ ჩვენს სპორტსმენებს ახალი გამარჯვებების მიღწევაში დაეხმარება“, - განაცხადა „აქუა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ.

ერთი თვის წინ ბათუმის ოლიმპიადის სპონსორი კიდევ ერთი წარმატებული ქართული კომპანია - ჩაი „გურიელი“ გახდა. ოფიციალური ხელშეკრულება ასევე ჭადრაკის სასახლეში გაფორმდა.

საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ბათუმმა უდიდესი სპორტული ტურნირის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

  • სათაური: წყალი სნო“ ჩვენს სპორტსმენებს ახალი გამარჯვებების მიღწევაში დაეხმარება“
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-08-2018 2:47 AM
  • Tags:
Top