ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დღეიდან, ლონდონში...

ინგლისის დედაქალაქ ლონდონის  ‘Victoria and Albert Museum’ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის გახსნა გაიმართა მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა (ნორვეგია) და ტიტულის პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას (აშშ) შორის. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს  ფიდე-ს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.კენჭისყრის შედეგად პირველ პარტიაში თეთრებით კარუანა ითამაშებს. პარტიები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

რეგლამენტის თანახმად დიდოსტატებმა შემდეგი დორის კონტროლით 12 პარტია უნდა ითამაშონ: 100 წუთი 40 სვლაზე/50 წუთი 30 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლოდე, 30 წამიანი დამატები პირველივე სვლიდან. მეექვსე პარტიის შემდეგ ხდება ფერის შეცვლა (მონაწილეს, რომელიც პირველ პარტიას თეთრებით თამაშობდა, მეშვიდეს შავებით ითამაშებს). მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გაიმარტება ტაი ბრეიქი: 4 პარტია 25 წთ.+10 წამი თითიეულ სვლაზე. თუ კვლა ფრე დაფიქსირდა 2 პარტია 5 წუთს+3 წამი თითოეულ სვლაზე. თუ აქაც ფრე მაშინ 4 ბლიცმატჩი 2 პარტიისგან. თუ 10 პარტია ვერ გამოავლენს გამარჯვებულს გაიმართება გადამწყვეტი პარტია ‘არმაგედონი’ - თეთრებს 5 წუთი, შავებს 4 წუთი 3 წამის დამატებით 61-ე სვლიდან, ყაიმის შემთხვევაში შავები იმარჯვებენ.

სათამაშო დღეები:9;10;12;13;15;16;18;19;21;22;24;26 ნოემბერი. დასვენების დღეები:11;14;17;20;23;25;27 ნოემბერი. ტაი ბრეიქი 28 ნოემბერი. თამაშის დასაწყისი 19:00 საათი თბილისის დროით.

ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: დღეიდან, ლონდონში...
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-11-2018 5:16 PM
  • Tags:
Top