
დიდი წარმატებით იასპარეზა დავით ნემსაძემ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის!
ქუთაისელმა მოზარდმა 9-დან 7 ქულით II-IV ადგილი გაინაწილა მიხეი ნავუმენკასა(ბელორუსია) და ლუკა რისტიჩტან ერთად. ხოლო, ჩემპიონის
ტიტული 8 ქულით ივან საველიევმა (რუსეთი) დაისაკუთრა.
14 წლამდე ასაკის ჭაბუკებში სამი ქართველი მონაწილეობდა, ერეკლე ჯიშკარიანმ 5,5 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი გაბუნიას და თეიმურაზ კვიკვინიას აქტივში 4,5 ქულაა.

- სათაური: დიდი წარმატებით იასპარეზა!
- ავტორი:
- თარიღი: 03-12-2019 7:29 AM
- Tags: