
თბილისში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია ‘ფიდე’-ს პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი. საპატიო სტუმარი თბილისში პირველად იმყოფებოდა და აღფრთოვანებული დარჩა დედაქალაქის ღირშესანიშნოებებით.
ფიდეს პრეზიდენტის შეხვედრა მოუწყვეს თბილისის ჭადრაკის სასახლეში. შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის წარმომადგენლები, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები და ახლაგაზრდა მოჭადრაკეები. საღამოს დასასრულს დვორკოვიჩმა მეგობრული შეხვედრა გამართა ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერთან, ნანა ძაგნიძესთან.

- სათაური: დვორკოვიჩის ვიზიტი თბილისში...
- ავტორი:
- თარიღი: 06-04-2019 8:04 PM
- Tags: