ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ექვსეული დაწინაურდა

6 ტურის შემდეგ ერთბაშად  6 მონაწილე  დაწინაურდა  ფოთში მიმდინარე რიგით მე-13 საერთაშორისო ტურნირზე. ლიდერთა: ლუკა პაიჭაძის,  ტიგრან ჰარუთინიანის (სომხეთი),დავით ბენიძის, ლევან ფანცულაიას, ნოე თუთისანის  და  სერგეი მაცენკოს (რუსეთი)  აქტივში 6-დან 4,5 ქულაა.

მომდევნო ტურში გამარჯვებისათვის ბრძოლაში სწორედ ამ ექვსეულის  ერთმანეთში დაპირისპირება იქნება გადამწყვეტი .

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი ‘ნანა’, ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის ფარგლებში  10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე 'ღია' ტურნირი ტარდება და მასში  15-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ფესტივალის საპრიზო ფონდი  45 000 ლარს  შეადგენს.

ფოტოგალერეა

ტექნიკური  შეხვედრები

პარტიების  პირდაპირი ჩვენება

 

  • სათაური: ექვსეული დაწინაურდა
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-07-2018 2:54 AM
  • Tags:
Top