
ქუთაისელმა დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ მეტოქეები რაპიდის მსგავსად ელვისებურ ჭადრაკშიც დაჯაბნა!
გამარჯვებულმა 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა კონკურენტებისათვის. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და ვერცხლის მედალს დაეპატრონა ნიკა ვოლკოვი.
7-7 ქულით III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
3.თორნიკე სანიკიძე
4.კონსტანტინე შანავა
5.გიორგი ნიკოლაშვილი
6.ივერი ჭიღლაძე

- სათაური: ელვისებურშიც იმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 21-05-2018 7:45 PM
- Tags: