ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ერთად შევარჩიოთ სახელი!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს მის ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ-ტელევიზიის სახელის შესარჩევ კონკურსს.

შემოთავაზებული დასახელება უნდა შეესაბამებოდეს ჭადრაკის თემატიკას, იყოს ლაკონური და ორიგინალური.

 კონკურსანტებმა წინადადებები უნდა გაგვიზიარონ ფეისბუკის გვერდზე კონკურსის პოსტის კომენტარებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დარეგისტრირებულია ფეისბუკზე თავისი სახელით.

გამარჯვებულს შეარჩევს ფედერაციის მიერ სპეციალურად შერჩეული ჟიური. გამარჯვებული საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთით და ვაუჩერით (1 დღე სასტუმროში ცხოვრება/კვება) დასაჩუქრდება. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გაიმართება 23 სექტემბერს ბლექსი არენაზე.

ერთი და იგივე სახელის გამოგზავნის შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვინც უფრო ადრე დადებს ამ სახელს ფეისბუკის კონკურსის პოსტის კომენტარებში.
კონკურსის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებებს!

  • სათაური: ერთად შევარჩიოთ სახელი!
  • ავტორი:
  • თარიღი: 23-07-2018 1:31 AM
  • Tags:
Top