
მხოლოდ, ერთი ყაიმი დაფიქსირდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მესამე ტურში ლელა ჯავახიშვილსა და მერი არაბიძეს შორის. ბელა ხოტენაშვილმა დაამარცხა ჩემპიონატის დებიუტანტი ელენე წოწონავა და 2,5 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. 2-2 ქულით II-V ადგილებს ინაწილებენ:სოფიო გვეტაძე, სალომე მელია, ნინო ხომერიკი და მერი არაბიძე.
მესამე ტურის შედეგები:
წოწონავა (2012) 0 : 1 ხოტენაშვილი(2458)
გვეტაძე (2308) 1 : 0 ვახანია (2138)
ხუხაშვილი (2339) 1 : 0 ხომერიკი (2319)
ბაციაშვილი (2457) 0 : 1 მელია (2370)
ჯავახიშვილი (2475) 1/2:1/2 არაბიძე (2428)
მეოთხე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ხოტენაშვილი(2458) არაბიძე (2428)
მელია (2370) -ჯავახიშვილი (2475)
ხომერიკი (2319) ბაციაშვილი (2457)
ვახანია (2138) ხუხაშვილი (2339)
წოწონავა (2012) - გვეტაძე (2308)

- სათაური: ერთპიროვნულად დაწინაურდა!
- ავტორი:
- თარიღი: 23-07-2020 10:09 PM
- Tags: