
2018 წლის 22 დეკემბერს 13 სთ-ზე თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა.
დღის წესრიგი:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები
- წესდებაში ცვლილებები
- სხვადასხვა
საპრეზიდენტო კანდიდატებმა ა.წ. 12 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, საპრეზიდენტო გუნდის (პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი) მითითებით და წერილობითი თანხმობით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

- სათაური: გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
- ავტორი:
- თარიღი: 07-11-2018 7:06 PM
- Tags: