ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გია გიორგაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

 მას 67 დელეგატი ესწრებოდა, რომლებმაც ფედერაციის გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს და წესდებაში ცვლილებების შეტანა დაამტკიცეს.

ბოლო საკითხი ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები იყო. მოქმედი პრეზიდენტი გია გიორგაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ – მას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამას გარდა, აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები: აკაკი იაშვილი (მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის  ‘ფიდე’-ს ვიცე-პრეზიდენტი), ვალერი გაფრინდაშვილი და ზურაბ მიქაძე, ხოლო გენერალური მდივანი სოფიო გვეტაძე იქნება.

აღსანიშნავია, რომ გია გიორგაძე ფედერაციის პრეზიდენტად  მეოთხე ვადით აირჩიეს.

ვიდეო

  • სათაური: გია გიორგაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-12-2018 10:17 PM
  • Tags:
Top