
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
15 ივნისი 2019 წელი
1. მიზანი და ამოცანები:
მოსახლეობაში ჭადრაკის პოპულარიზაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
თბილისი, „ჭადრაკის დედოფლის აკადემია“, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 32
- 15 ივნისი, 2019წ. 16:00 სთ.
3. მონაწილეები:
ტურნირში დაიშვება ყველა ასაკის მოჭადრაკე.
4. სისტემა და დროის კონტროლი:
- ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- თითოეულ მონაწილეს ეძლევა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
5. საპრიზო ადგილების განაწილება
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
1.ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
2.ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
3.მოგებათა რაოდენობა;
4.პროგრესი (რეგრესით)
6. რეგისტრაცია და სატურნირო შენატანი:
- რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს 15.00-ზე. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან ელ- ფოსტაზე გადმოაგზავნონ აკადემიის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შენატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ტურნირის ჩატარების დღეს 15:00 საათიდან 15:45 საათამდე.
ელ-ფოსტა - maiachessacademy@gmail.com
„ჭადრაკის დედოფლის აკადემია“ საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი “ GE73TB7791736020100003 GEL
სს „საქართველოს ბანკი“ GE89BG0000000161325825 GEL
- თითოეული მონაწილის სატურნირო შენატანია 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- დიდოსტატები და საერთაშორისი ოსტატები გათავისუფლებული არიან სატურნირო შენატანისგან.
7. პრიზები:
საპრიზო ფონდი შეადგენს 600 ლარს
პრიზები შემდეგნაირად განაწილდება:
I | II | III | |
ღია | 120 | 90 | 60 |
ქალები | 80 | 50 | 40 |
U12 ჭაბუკები | 40 | ||
U12 გოგონები | 40 | ||
U1800 | 40 | ||
მოყვარულები | 40 |
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.
- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების
შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი, მეტი რაოდენობის ფულადი ჯილდო.
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი და მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - სოფიო ნიკოლაძე
ტრანსპორტი სათამაშო დარბაზამდე:
ავტობუსი: N14;15;21;54
სამარშრუტო ტაქსი:N41;42;73;78;192;193;

- სათაური: II ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
- ავტორი:
- თარიღი: 10-06-2019 1:10 PM
- Tags: