
აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ უძლიერესს, ახალგაზრდულ საერთაშორისო ონლაინ-ტურნირზე ‘International Tehsil Cup, წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ კაჭარავამ.
ტურნირი 2 ეტაპად, 2 დღეს მიმდინარეობდა, საჭადრაკო ონლაინ-პლატფორმაზე:Chess.com
ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ კაჭარავამ მოიპოვა ფინალის საგზური, სადაც 11-დან 7,5 ქულით, V-VII ადგილები გაინაწილა.
პირველ ადგილზე 9,5 ქულით ერთპიროვნულად გავიდა ერიგასარჯუნი, ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ნოდირბეკ აბდუსატოროვმა, ხოლო 8,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე შადვან რაუნაკი განთავსდა.

- სათაური: კაჭარავამ ფინალში წარმატებით იასპარეზა!
- ავტორი:
- თარიღი: 11-05-2020 4:47 PM
- Tags: