ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ქართული გუნდის დიდი წარმატება!

  • ქართულმა გუნდმა ‘Tbilisi Gentleman (ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია,ლუკა პაიჭაძე, ნიკა ვოლკოვი)  #prochess ლიგის ვირტუალურ გათამაშებაზე  ელვისებურ ჭადრაკში პირველი ეტაპი წარმატებით დასძლია.

გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 13-დან 6 ქულა დააგროვა, ლევან ფანცულაიამ და ნიკა ვოლკოვმა - 8,5 ქულა, ხოლო ლუკა პაიჭაძემ 10 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ფინალური მატჩების სერია იანვარში დაიწყება, ქართული გუნდის მეტოქე უძ₾იერესი ინდური კლუბი იქნება მსოფლიო ექსჩემპიონ ვიშვანათან ანანდის  მეთაურობით.

  • სათაური: ქართული გუნდის დიდი წარმატება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-11-2018 8:32 PM
  • Tags:
Top