
ჩეხეთის ქალაქ მარიენბადში დიდი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ასპარეზობის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდა ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით.
ყველაზე ძლიერ ‘A’ ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა ლუკა ობოლაძემ! თბილისელმა მოზარდმა 9-დან 5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. ამასთანავე, ლუკამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა და 38 (!) ქულა შემატა საკუთარ ელო-რეიტინგს!
‘B2’ ტურნირში 9-დან 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ კაჭარავა (- 3 სარეიტინგო ქულა).
9-დან 7 ქულით ასევე მეორე ადგილზე გავიდა ღია ‘C’ შეჯიბრში ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ ჩხაიძე (+20 სარეიტინგო ქულა), ხოლო ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი ეკატერი ფიფიამ დაისაკუთრა (+3 სარეიტინგო ქულა).
აღსანიშნავია, რომ ობოლაძე, კაჭარავა და ფიფია თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეები არიან.
ტექნიკური შედეგები:

- სათაური: ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩეხეთში წარმატებით იასპარეზეს!
- ავტორი:
- თარიღი: 27-01-2019 2:55 AM
- Tags: