ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

კონკურსი მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდების ჩაცმულობაზე

კონკურსის პირობები:

  • კონკურსი ღიაა როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები დიზაინერებისათვის;
  • ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში;
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 ესკიზი - ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმა;
  • კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერებელი და კომფორტული;
  • ესკიზები უნდა იყოს გასაგები - მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ქსოვილის ტიპი;
  • ნაკრების ფორმა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 კომპონენტისგან (შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს დამატებითი დეტალები კონკურსანტის მხრიდან):
  • ვაჟების შემთხვევაში - შარვალი, პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - ჟილეტი, ჰალსტუხი)
  • ქალების შემთხვევაში - ქვედა (ერთიანი კაბა, შარვალი, ბრიჯი, ქვედაბოლო), ბლუზონი ან პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - შარფი);
  • ნაკრების ფორმა უნდა იყოს საშემოდგომო (ოლიმპიადა იმართება შემოდგომაზე - 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე);
  • მასალად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, შესაბამისად, ესკიზები ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას;
  • შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ეროვნული სიმბოლიკა (თუმცა, არ არის სავალდებულო).
  • კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს საქართველოს გერბი;
  • გასათვალისწინებელია კომპანია „სოკარის“ ლოგოს განთავსება მოხსნა-დამაგრების საშუალებით.

გასათვალისწინებელი ფაქტორი:

  • სამოსი საშუალებას უნდა იძლეოდეს, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები ამ ფორმებით ახერხებდნენ როგორც ყოველდღიურ თამაშებს, ასევე ღირსეულად წარსდგნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე საქართველოს სახელით.
  • არჩეულ ესკიზში ჟიურის წევრებმა, შესაძლოა, შესწორებები შეიტანონ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com

ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე.

პირველ ადგილზე გასული ესკიზის ავტორი დასაჩუქრდება 1000 ლარით.

მეორე და მესამე ადგილზე გასული ესკიზების ავტორებს გადაეცემათ ოლიმპიადის სამახსოვრო საჩუქრები.

საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური:

დიზაინერები - იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე,

კონსულტანტები - თამარ და ბასა ფოცხიშვილები.

ჟიურის მუშაობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები;

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ნანა იოსელიანი.

საუკეთესო სამეულიდან (როგორც მამაკაცების, ასევე ქალების) საუკეთესო ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე - batumi2018 - გამოკითხვის შედეგად აირჩევა.

გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

  • სათაური: კონკურსი მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდების ჩაცმულობაზე
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-05-2018 3:33 PM
  • Tags:
Top