
ნოდარ ლორთქიფანიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში! გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.
7,5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2.ლუკა პაიჭაძე
3.თორნიკე სანიკიძე
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ინგა ჭარხალაშვილმა დააფიქსირა 9-დან 6,5 ქულით. 6 ქულით II-III ადგილები: მირანდა მიქაძემ და მარიამ თევზაძემ დაიკავეს.
სენიორ ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი სერგო ცომაიამ აჩვენა.

- სათაური: ლორთქიფანიძემ საქართველოს თასი დაუკავშირდა!
- ავტორი:
- თარიღი: 29-12-2019 9:56 PM
- Tags: