ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

 

მეექვსე ონლაინ ტურნირი,ელვისებურ ჭადრაკში,
საერთაშორისო დიდოსტატის დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე - chess.com გამართული ექვსი ელვისებური ტურნირიდან 3 (!) მაღალაშვილის გამარჯვებით დამთავრდა!

გამარჯვებულმა 10-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გიგა ყუფარაძეს!

7 - 7 ქულით III-V ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3.თორნიკე სანიკიძე;
4.რამაზ ენდელაძე;

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი, ზედიზედ მეოთხედ სოფიკო ტერელაძემ დააფიქსირა! 

ტექნიკური შედეგები:
საპრიზო ფონდი:
1 ადგილი - 100 ლარი
2 ადგილი - 70 ლარი
3 ადგილი - 50 ლარი
საუკეთესო მოჭადრაკე ქალი - 60 ლარი.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-05-2020 12:34 AM
  • Tags:
Top