ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'Maia chess'

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატის, მაია ჩიბურდანიძის სისტემა საჭადრაკო ტურნირების ჩატარებისთვის.

 

სისტემის დასახელება

«Maia chess»

 

«Maia chess» სისტემის მიზანი

«Maia chess» სისტემის  მთავარი მიზანია ჭადრაკის განვითარება და პოპულარიზაცია. სისტემას ახალ დონეზე აყავს საჭადრაკო პაექრობა,  ამაღლებს მოჭადრაკის პროფესიონალიზმს, უპირატესობას ანიჭებს მოჭადრაკის ერუდიციას, გონებამახვილობას, ოსტატობას და შემოქმედებას, რაც პარტიას უფრო სანახაობრივს და საინტერესოს ხდის. სისტემა «Maia chess» - ი  გამორიცხავს პარტიის წინ მომზადებას, კომპიუტერის და მწვრთნელის ჩარევას სატურნირო ორთაბრძოლაში, რითაც მოჭადრაკეს უხსნის  ფსიქოლოგიურ სტრესს და ნერვულ დაძაბულობას. სისტემა «Maia chess» პარტნიორებს აყენებს თანაბარ პირობებში, გამორიცხავს ანალიტიკური პროგრამების გამოყენებას, უზრუნველყოფს მეტოქეთა  შორის შეუპოვარ ბრძოლას.

 

სისტემის არსი, თამაშის წესები და პირობები

პარტია იწყება განსაზღვრული პოზიციიდან, რომელიც შეიძლება მერყეობდეს 1 სვლიდან მე-15 ის ჩათვლით. მოთამაშეები პარტიის დაწყებამდე 10 წუთით ადრე უსხდებიან დაფას. თეთრი ფერით მოთამაშე კენჭისყრით იღებს პოზიციის განმსაზღვრელ ნომერს. შემდეგ მსაჯი ან თავად მოთამაშეები ალაგებენ დაფაზე შესაბამისს პოზიციას. მონაწილე ტურნირის განმავლობაში ორჯერ არ თამაშობს ერთი და იგივე პოზიციას.

 

ტუნირების კატეგორია, დროის კონტროლი

სისტემა «Maia chess» შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც წრიულ ტურნირებში და ღია ტურნირებში, მსოფლიო ოლიმპიადების ჩათვლით, ასევე მატჩების ჩატარებისას, დროის ნებისმიერი კონტროლით, რომელიც ფიდეს წესებითაა    დაფიქსირებული.

 

მაია ჩიბურდანიძე,

თბილისი, 09.06.2016

  • სათაური: 'Maia chess'
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-06-2016 2:45 PM
  • Tags:
Top