
საქართველოს 78-ე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრებში ნახევარფინალის 2 მონაწილე გაირკვა. ლევან ფანცულაიამ პირველი ყაიმის შემდეგ დაძაბულ ორთაბძოლაში ირაკლი ბერაძე დაამარცხა და მომდევნო წრეში არუთინიან-შანავას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლუკა პაიჭაძემ პირველი შეხვედრა მოიგო დავით მაღალაშვილთან და დღეს შავი ფიგურებით შესძლო ყაიმის გაკეთება. ნახევარფინალში მისი მეტოქე ჯოჯუა-ყუფარაძეს შორის მოგებული იქნება.
დავიდ არუთინიანმა და კონსტანტინე შანავამ ორივე პარტია ყაიმით დიდი ბრძოლის გარეშე დაასრულეს და ხვალ ტაი-ბრეიქზე გაარკვევენ ერთმანეთში უძლიერესს.
დავით ჯოჯუამ გიგა ყუფარაძესთან გუშინდელი მარცხის შესძლო დღევანდელ პარტიაში ძალების მობილიზება და მიკრო-მატჩის ანგარიშის გათანაბრება. ხვალ, ორი დიდოსტატი ერთმანეთში გაარკვევს თუ ვინ გავა ნახევარფინალში.
დამატებითი ტაი-ბრეიქი ხვალ ჭადრაკის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება და ყველა ჭადრაკის მოყვარულს შეუძ₾ია ‘ჭადრაკიTV’ პირდაპირ ეთერში უქომაგოს თავის რჩეულს!
ტაი-ბრეიქი:
დავით არუთინიანი- კონსტანტინე შანავა ( გამარჯვებული შეხვდება ლევან ფანცულაია)
დავით ჯოჯუა- გიგა ყუფარაძე ( გამარჯვებული შეხვდება ლუკა პაიჭაძე)
მეოთხედფინალური მატჩების შედეგები:
ირაკლი ბერაძე 0,5 : 1,5 ლევან ფანცულაია
დავით არუთინიანი 1 : 1 კონსტანტინე შანავა
დავით ჯოჯუა 1 : 1 გიგა ყუფარაძე
დავით მაღალაშვილი 0,5 : 1,5 ლუკა პაიჭაძე

- სათაური: მეორე წრის მეორე დღეს ორი მონაწილე გაირკვა!
- ავტორი:
- თარიღი: 10-02-2019 11:33 PM
- Tags: