
ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს რიგით მეორე კორპორატიული პირველობა.
ჩემპიონატში სხვადასხვა ბიზნეს კომპანიების (კორპორაციების) 18 გუნდი მონაწილეობდა. გუნდი 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისგან შედეგბოდა, ამასთანავე აუცილებელი პირობა გახლდათ შემადგენლობაში კომპანიის 2 თანამშრომელის მონაწილეობა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად გაიმართა და ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაძაბულ ბრძოლაში პირველობა გაინაწილეს: შპს მარეულის ‘მარეულმა(დავით მაღალაშვილი, გიორგი სიბაშვილი,თამაზ მგელაძე,ალექსანდრე ებრალიძე) და შპს ეფ1-ის ‘F1’ (დავით ჯოჯუა,ირაკლი ახვლედიანი,მალხაზ სულაშვილი,ლევან ფროდიაშვილი) – 15 ქულით. მესამე ადგილზე 13 ქულით შპს ‘ნექსია თიემის’ ‘ნექსია’(ნინო ბაციაშვილი,ბაჩანა მორჩიაშვილი,ნიკოლოზ ჩხაიძე,თემურ ოთხოზორია) გავიდა.
მხოლოდ თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი სს ‘თელასის’ - ‘კოპალამ’(მიხეილ ჯამაგიძე,გივი შაველაშვილი,ალბერტ ინწკირველი,დავით ბუნტური) აჩვენა.
საკუთარ დაფებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს:
I დაფა - გია გიორგაძე (ლეგალ დეტი) – 7 ქულა (9 პარტიიდან)
II დაფა - ზაზა ხოფერია (სოფტლაინი) – 7,5 (9)
III დაფა - მალხაზ სულაშვილი (F1) - 8 (9)
IV დაფა - ნიკოლაი ბუაჩიძე (ჯეო-ჰოსპიტალსი) – 9 (9)
V დაფა - მიხეილ კეკელიძე (სოფტლაინი) – 4 (5)

- სათაური: მეორე კორპორატიული ჩემპიონატი
- ავტორი:
- თარიღი: 01-07-2019 4:04 PM
- Tags: