ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მეტოქეს მეტოქეზე ანადგურებს!

საბერძნეთის  ჰალკიდიკში სტარტი აიღო ევროპის რიგით 23-ე საკლუბო ჩემპიონატმა ქალთა და  ვაჟთა გუნდებს შორის.

შეჯიბრში მოქმედი ჩემპიონის  ტიტულით ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘ნონა’ მონაწილეობს.

შემადგენლობა:

 ნანა ძაგნიძე (2509), ნინო ბაციაშვილი (2482), ბელა ხოტენაშვილი (2469), ლელა ჯავახიშვილი (2475), სალომე მელია (2387);

დელეგაციის ხელმძღვანელიგიორგი ჭანტურია, გუნდის კაპიტანი: მარიკა ჯაფარიძე, გუნდის მწვრთნელებდავით ჯოჯუა, ხვიჩა სუპატაშვილი.

 პრესტიჟული საკლუბო პირველობა ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიის პატრონაჟით მოასპარეზე ‘ნონა’ ბოლო 4 წლის განმავლობაშ სამჯერ იყო ჩმეპიონი და ერთხელ ვერცხლის პრიზიორი.

ვაჟთა ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, ქალთა ტურნირი - კომბინირებული სისტემით.მოთამაშეებს 30 სვლამდე ყაიმზე შეთანხმება ეკრძალებათ. დროის კონტროლი: 90 წთ - 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წმ-ის დამატებით.

სტატისტიკური მონაცემები:

მამაკაცთა ტურნირში 61 გუნდი და 47 ქვეყნის წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.

აქედან 107 დიდოსტატი, 2 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი, 82 საერთაშორისო ოსტატი, 3 ქალთა საერთაშორისო ოსტატი, 74 ფიდეს ოსტატი, 1 ქალთა ფიდეს ოსტატი და 4 ოსტატობის კანდიდატია.

ქალების ტურნირში 12 გუნდმა და 14 ქვეყნის წარმომადგენელმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი.

აქედან 10 საერთაშორისო დიდოსტატი, 7 ქალთა საერთაშორისო დიდოსტატი, 16 საერთაშორისო ოსტატი, 7 ქალთა საერთაშორისო ოსტატი, 1 ფიდეს ოსტატი და 8 ქალთა ფიდეს ოსტატია.

ბათუმის ‘საჭადრაკო კლუბი ნონას’ გუნდი საშუალო რეიტინგის მიხედვით სატურნირო ცხრილში პირველ ნომრადაა განთესილი (გუნდის 4 უმაღლესი რეიტინგიანის მიხედვით).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატს  საბერძნეთის ცნობილი ზღვისპირა კურორტი პორტო კარასი ჰალკიდიკში, კერძოდ კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ‘სითონია’ მასპინძლობს.

ევროპის საჭადრაკო კავშირის ახალი წესების თანახმად თუ გუნდების საერთო რაოდენობა 9-12 ია, მაშინ ჩემპიონატი გაიმართება კომბინირებული სისტემმით. რაც გულისხმობს სასტარტო სიის მიხედვით განთავსებული გუნდების ორ ჯგუფად (A და B ჯგუფი) დაყოფას.

A ჯგუფი დაკომპლექტდება: 1, 4, 5, 8, 9, 12 ნომრებით, ხოლო B ჯგუფი: 2, 3, 6, 7, 10, 11.

ორივე ჯგუფში მატჩები წრიული სისტემით გაიმართება. ე.ი. 5 ტურად.

შემდეგ ჩატარდება 2 ტური ნოკაუტ სისტემით. პირველ ტურში: ერთმანეთს A ჯგუფის I ადგილი B ჯგუფის II ადგილს შეხვდება, ხოლო 3-4 ; 5-6-ს.

მეორე ტურში: გამარჯვებულები - გამარჯვებულებს, დამარცხებულები - დამარცხებულებს.

მატჩის ფრე ანგარიშით დასრულების შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება პირველი დაფის შედეგი.

თუ ყველა დაფის შედეგი თანაბარი აღმოჩნდება, დაინიშნება ბლიც მატჩი 3წთ + 2 წმ-ის დამატებით, პირველ მოგებამდე.

კლუბი ნონა A ჯგუფში განთავსდა.

 

პირველ   ორ  ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა გამანადგურებელი ანგარიშით დაამრცხეს მეტოქეები:

I ტური -ისრაელის  ‘ბეერ შევა’- 3,5:0,5 : პარტიები მოიგეს  ნანა ძაგნიძემ (2509), ბელა ხოტენაშვილმა (2469) და სალომე მელიამ (2387), ლელა ჯავახიშვილმა (2475) კი ფრედ ითამაშა.

II ტური - ბერძნული ‘გალაქსიას თესალონიკი’ 4:0-  პარტიები მოიგეს ნინო ბაციაშვილმა (2482), ლელა ჯავახიშვილმა (2475), ბელა ხოტენაშვილმა (2469) და სალომე მელიამ (2387).

ხოლო, მესამე ტურში  ბათუმის გუნდმა პრინციპულ გამარჯვება იზეიმა უძლიერეს რუსულ  კლუბ  ‘უგრასთან’ ანგარიშით  2.5:1.5.
გადამწყვეტი ლელა ჯავახიშვილისა (2475) ოლგა გირიას (2479) პარტია გამოდგა, რომელიც ქართველმა თეთრი ფიგურებით მოიგო.
ფრედ დაასრულეს შეხვედრები: ნანა ძაგნიძემ (2509) ანა უშენინასთან (2451),  ნინო ბაციაშვილი (2482) – ნატალია პოგონინასთან (2485), ხოლო ბელა ხოტენაშვილი (2469) – მარინა ნეჩაევასთან (2409).
3 ტურის შემდეგ ‘ნონამ’ 6 ქულა მოაგროვა და I-II ადგილებს ასევე ქულათა მაქსიმუმის მქონე ‘მონტე-კარლოსთან’
მე-4 ტურში, 15 ოქტომბერს, “ნონა” ფრანგულ ‘მულჰაუზ ფილიდორს’ გაეჯიბრება, რომელიც 3 ქულით მე-7 საფეხურზე იმყოფება.

  • სათაური: მეტოქეს მეტოქეზე ანადგურებს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-10-2018 8:15 PM
  • Tags:
Top