ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მიხეილ ბოტვინიკის თასზე

საჭადრაკო ფედერაციების ასოციაციის ორგანიზებით  9-15 აგვისტოს მოსკოვში იმართება საერთაშორისო გუნდური ტურნირი მიხეილ ბოტვინიკის თასზე 14 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობს 11 ქვეყნის გუნდი, მათ შორის საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ნაყოფია, აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. გუნდის კაპიტანია საერთაშორისო დიდოსტატი - ლუკა პაიჭაძე. ტურნირი საკმაოდ საინტერესო ფორმატით ტარდება,  ყოველ ტურში მოწინააღმდეგე გუნდების მოჭადრაკეები ნაცვლად ერთმანეთისა ეპაექრებიან მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტან-დიდოსტატს. შედეგები კი ჯამდება გუნდის წვერებისა და კაპიტნის მიერ აღებული ქულების ჯამით.

პირველ ტურში  ჩვენი მოჭადრაკეები უზბეკეთის გუნდს დაუპირისპირდნენ და 4:4 დაასრულეს შეხვედრა.

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: მიხეილ ბოტვინიკის თასზე
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-08-2018 7:16 PM
  • Tags:
Top