
მონტენეგროს ქალაქ ულცინში სტარტი აიღო ევროპის რიგით 24-ე საკლუბო პირველობამ ქალთა გუნდებს შორის. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული, ბათუმის ‘ნონა’ ასპარეზობს შემდეგი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე (2502), ლელა ჯავახიშვილი (2457), ნინო ბაციაშვილი (2422), ბელა ხოტენაშვილი (2446), სალომე მელია (2380).
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება და 16 ნოემბერს დასრულდება.ქალთა შეჯიბრში სულ 14 გუნდი ასპარეზობს, თითოეულ გუნდში ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშეა. თამაშები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

- სათაური: მონტენეგროში, ევროპის საკლუბი ჩემპიონატმა აიღო სტარტი
- ავტორი:
- თარიღი: 10-11-2019 7:30 PM
- Tags: