ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პეტროსიანის მემორიალი დასრულდა...

15 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმოდ დაიხურა მსოფლიოს ჩემპიონ  ტიგრან პეტროსიანის მემორიალი - 10-12 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის. ასპარეზობის გამარჯვებულები სასახლის საჭადრაკო სკოლის და თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
9 წლის გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანა კვირიაშვილმა (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი),

9 წლის ვაჟებში საუკეთესო ანდრია კვირიაშვილი იყო (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი);

10 წლის გოგონებში გაიმარჯვა ანა კვირიაშვილმა (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი),

 10 წლის ვაჟთა შორის - ლუკა კილაძემ (მწვრთნელი- დავით ზარქუა);

11 წლის გოგონებში- მარიამ გვათუამ (მწვრთნელი- დავით ზარქუა), ვაჟებში - დავით ლომთაძემ (მწვრთნელები-მზია წერეთელი, გიორგი ბაგატუროვი),

 12 წლის გოგონებში- მარიამ გვათუამ (მწვრთნელი- დავით ზარქუა),

12 წლის ვაჟებში - დენიელ საფაროვმა (მწვრთნელები-მზია წერეთელი, გიორგი ბაგატუროვი). 

ასპარეზობა  8 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვლამდე გასტანა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმოამდგენლები: რუსთავი, საგარეჯო, გორი, სიღნაღი, გურჯაანი, ზუგდიდი, ფოთი. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის ორგანიზატორები:

ქალაქ თბილისის მერია;

 თბილისის ჭადრაკის ფედერაცია;

 მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლა;
მსოფლიოს  მეშვიდე ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი 1929 წელს, თბილისში დაიბადა, ის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის, მაშინდელი პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციის აღზრდილია. 

ფოტოგალერეა

  • სათაური: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პეტროსიანის მემორიალი დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 16-02-2019 1:47 AM
  • Tags:
Top