ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

მსაჯთა საყურადღებოდ!

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია ‘ფიდე’-ა მსაჯთა კომისია კვალიფიკაციის ასამაღლებელ ორ  სემინარს გამართავს:

პირველი სემინარი - (10 ივნისი, თანაორგანიზატორი - ევროპის საჭადრაკო კავშირი) მიეძღვნება მსაჯთა განათლებას ახალი კონტექსტის ონლაინ ტურნირებში.

მეორე სემინარი (18 ივნისი) უზრუნველყოფს გაიდლაინებით იმ მსაჯებს, რომლებიც წოდების შესრულების პროცესში არიან, რათა  დაეხმარონ მსაჯებს და ფედერაციებს წოდებების დროულად  მიღებაში.

ორივე ვებინარი მსაჯტა კორპუსისთვის უფასოა.

ფიდესა და ესკ-ს ვებინარი მსაჯებისთვის ონლაინ ჭადრაკში

კონფერენცია ჩატარდება Zoom-ში. დასარეგისტრირებლად, უბრალოდ გამოაგზავნეთ მეილი შემდეგ მისამართზე: chairman.arbiters@fide.com. დაწყებამდე, ორგანიზატორი გამოგიგზავნით ლინკს, რათა შეუერთდეთ ვებინარს.

განრიგი: 10.06.2020 (ოთხშაბათი), 20:00-22:00 (თბილისის დროით).

სახელწოდება - ონლაინ ღონისძიებების სემინარი მსაჯებისთვის

მოდერატორები - ს/ა ლორენტ ფროიდი, ფიდეს მსაჯთა კომისიის ხელმძღვანელი და ს/ა ტომაშ დელეგა, ესკ-ს მსაჯთა საბჭოს ხელმძღვანელი.

აღწერა - მოდერატორები გააზიარებენ ინფორმაციას ონლაინ ღონისძიებებსა, რათა დაეხმარონ მსაჯებს ამ სპეციფიკურ  კონტექსტში თავიანთი როლის შესრულებაში.

განსახილველი თემები:

  • რა არის მსაჯის როლი ონლაინ ტურნირებში.
  • როგორ მოვემზადოთ განსხვავებული სახისა და ფორმატის ონლაინ ტურნირებისთვის.
  • როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც მსაჯი ონლაინ ხვდება.
  • რა სასარგებლო პროცესები და ინსტრუმენტები არსებობს მსაჯებისთვის ონლაინ.
  • როგორ დავნერგოთ პატიოსანი თამაშის ზომები და ინსტრუმენტები.

ფიდეს სემინარი ფედერაციებისთვის მსაჯთა წოდებების განაცხადებზე

კონფერენცია ჩატარდება Zoom-ში. დასარეგისტრირებლად, უბრალოდ გამოაგზავნეთ მეილი შემდეგ მისამართზე: chairman.arbiters@fide.com. დაწყებამდე, ორგანიზატორი გამოგიგზავნით ლინკს, რათა შეუერთდეთ ვებინარს.

განრიგი: 18.06.2020 (ოთხშაბათი), 17:00-19:00 (თბილისის დროით).

სახელწოდება - სემინარი ფედერაციებისთვის მსაჯთა წოდებების განაცხადებზე.

მოდერატორები - ს/ა ლორენტ ფროიდი, ფიდეს მსაჯთა კომისიის ხელმძღვანელი, ს/ა ნებოისა ბარალიჩი, ფიდეს მსაჯთა კომისიის მდივანი და ს/ა ირინა პროკოპოვა, ფიდეს მსაჯთა კომისიის წევრი წოდებების დარგში.

აღწერა - მოდერატორები გააზიარებენ  გამოცდილებას მსაჯებისთვის წოდებების განაცხადების მზადებაზე, რათა დაეხმარონ ფედერაციებს და მსაჯებს გაზარდონ იმ განაცხადთა რიცხვი, რომელიც პირველივე ცდაზე დადასტურდება.

განსახილველი თემები:

  • როგორ შევავსოთ და შევამოწმოთ არბიტრის ნორმა
  • როგორ შევარჩიოთ ნორმები სწორი განაცხადისთვის
  • როგორ შევამოწმოთ განაცხადთან დაკავშირებული მონაცემები
  • სათაური: მსაჯთა საყურადღებოდ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-06-2020 7:47 PM
  • Tags:
Top