
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში სტარტი აიღო საჭადრაკო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა ‘კაირნსის თასმა’ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ ტურნირში პერსონალურად მიწვეულია ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.
სასტარტო სია:
- ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი;2583)
- ჰამპი კონერუ (ინდოეთი;2580)
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2552)
- კატერინა ლაგნო (უკრაინა;2552)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2518)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო;2515)
- ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2504)
- ვალენტინა გუნინა (რუსეთი;2461)
- ირინა კრაში (აშშ;2422)
- კარისა იიპი (აშშ;2412).
პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:მუზიჩუკი - ცზიუ ვენცზიუნი;კონერუ-იიპი;ლაგნო-ჰარიკა;ძაგნიძე-გუნინა;კოსტენიუკი-კრუში.
ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად.
საპრიზო ფონდი - $180,000; I ადგილი - 45,000$; II ადგილი - 35,000$; III ადგილი - 25,000$;
სათამაშო დღეები: 7-11 თებერვალი; 13-16 თებერვალი;
დასვენების დღე:12 თებერვალი;
პარტიების დასაწყისი 22:00 საათი (თბილისის დროით).

- სათაური: მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალი სენტ-ლუისში შეიკრიბა...
- ავტორი:
- თარიღი: 07-02-2020 7:01 PM
- Tags: