ბათუმელთა დერბი მშვიდობიანად დასრულდა

დღევანდელ ტურში მაყურებელი ძალიან საინტერესო ბათუმური დერბის მომსწრე გახდა. ერთმანეთს ეროვნული ნაკრების წევრები, ორი უძლიერესი ბათუმელი დიდოსტატი: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია დაუპირისპირდა.
ორივე საკმაოდ ძლიერი თეორიული მომზადებით გამოირჩევა და დებიუტიც შესაბამისად 'წიგნიერად' გაითამაშეს. თეთრებით მოთამაშე ბაციაშვილმა ფერისათვის დამახასიათებელი  მინიმალური უპირატესობა მიიღო, თუმცა მისი ერთი-ორი უზუსტობის შემდეგ უპირატესობა შავებმა იგდეს ხელთ.ენდშპილში თეთრებმა მედგრად დაიცვეს თავი და საბოლოოდ მეტოქეები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთურთს.

ქულათა მაქსიმუმით დუეტი დაწინაურდა!

მეორე ტურიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატზე.

კატალონური დასაწყისი აირჩია  ბელა ხოტენაშვილმა ნინო ხომერიკთან დაპირისპირებაში. დებიუტში დაფიქსირებულ თითქმის თანაბარ ბელამ ოსტატურად გადაითამაშა მეტოქე და სუსტი c6 პაიკის მოგების შემდეგ პარტია დამაჯერებლად მიიყვანა ლოგიკურ დასსრულამდე.

 

სამძიმარი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას  გამოხატავს  ცნობილი საჭადრაკო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, გივი გამრეკელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვალებულის ოჯახს. 
 

მხოლოდ ერთი ფრე...

უშეღავათო ბრძოლები გაიმართა საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის პირველივე ტურში!
ერთი ფრე და ოთხი შედეგიანი პარტია. თეთრებით გაიმარჯვეს:
სოფო გვეტაძემ თამარ წერეთელთან, ლელა ჯავახიშვილმა მერი არაბიძესთან. ხოლო, შავი ფერებით მოიგეს: სალომე მელიამ მაკა ფურცელაძესთან და მირანდა მიქაძემ ნინო ხომერიკთან.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების  დღეს ულოცავს ნანა იოსელიანს!

ნანა იოსელიანი
5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;

2-გზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი;

ევროპის მრავალგზის ჩემპიონი;

საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი;

სპორტის რაინდი;

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

გვერდები

Top