დრამატული დასასრული ...

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში პირველი წრის ტაი-ბრეიკში  დრამატული მარცხი განიცადა სოფიკო ხუხაშვილმა. დამატებითი მატჩის პირველი პარტიის ყაიმით დასრულების შემდეგ ხუხაშვილმა აბსოლუტურ მოგებულ პოზიციაში უხეში შეცდომები დაუშვა და ჯერ მოგება დასთმო, ხოლო შემდეგ ნახევარი ქულა.

ვუქომაგოთ ქართველ მოზარდებს!

 

ესპანეთის ქალაქ სანტიაგოში მიმდინარეობს მსოფლიო კადეტთა  პირველობაზე  8,10,12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

U08 - წვერავა ბექა,მგელაძე კესარია
U10 - ნემსაძე დავითი,ლომთაძე დავითი,კიზირია კახაბერ,კირთაძე ანასტასია,გვათუა მარიამ,

U12 - ცირეკიძე ბარარე,მამარდაშვილი ანა.

მეორე წრეში დამაჯერებლად გავიდნენ...

ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე  წრეში   მონაწილეობის უფლება დამაჯერებლად  მოიპოვეს: საქართველოს ნაკრების წევრებმა:ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა.

 

ბაციაშვილის ეფექტური გამარჯვება...

პირველივე პარტიაში პირველივე გამარჯვება იზეიმეს!

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი წრის პირველივე პარტიაში პირველივე გამარჯვება იზეიმეს ნანა ძაგნიძემ და  ნინო ბაციაშვილმა!

ლიანეს მირანდა (კუბა)  0 :1 ნანა ძაგნიძე 

ნინო ბაციაშვილი           1 : 0 ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია)

ჟუ ჯინერი (ჩინეთი)      1 : 0  ლელა ჯავახიშვილი

ბელა ხოტენაშვილი      ½:½  ვო თი კიმი (ვიეტნამი)

ვუქომაგოთ ჩვენ ჩემპიონებს!

 

დღეს, რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსისკში მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის  პირველი ტური გაიმართება.

პლანეტის   უძლიერესის მოჭადრაკის ტიტულისთვის 5 ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს!

▪️ ნანა ძაგნიძე
▪️ ნინო ბაციაშვილი
▪️ ლელა ჯავახიშვილი
▪️ ბელა ხოტენაშვილი
▪️ სოფიკო ხუხაშვილი

პირველი ტურში ჩვენი მოჭადრაკეები ეთამაშებიან:

ნანა ძაგნიძე  - ლიანეს მირანდა (კუბა)

პირველობა გაინაწილა!

ფიდეს ოსტატმა ნიკოლოზ კაჭარავამ პირველობა გაინაწილა საბერძნეთის პორტო კარასში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის! თბილისელმა მოზარდმა 11-დან 9 ქულა დააგროვა, 35 სარეიტინგო ქულა  მოიმატა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დაუთმო ჩემპიონობა ესპანელ ესტეო პედრო გინესს.

დაძაბულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა   ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 16 წლამდე ასაკში! ნიკა სატურნირო რეიტინგით 31-ე ნომრად იყო განთესილი, 52 ქულა მოიმატა რეიტინგში და საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა.

სომხეთის წახკაძორში...

წახკაძორში (სომხეთი) დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი TSAGHKADZOR OPEN-2018,

ტურნირში  საქართველოს სახელით  ფოთის საჭადრაკო კლუბის 5 მოზარდი მონაწილეობდა.
8 წლის მოჭადრაკეთა შორის წარმატებით იასპარეზა და III  საპრიზო ადგილი დაიკავა 7 წლის გაგა გვასალიამ.

გვერდები

Top