ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

საქართველოს ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიას დამაჯერებელი გამარჯვებით  დასრულდა ქართული გრან პრის დასკვნითი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში! აღსანიშნავია,  რომ სწრაფ ჭადრაკშიც დასკვნითი ეტაპი ფანცულაიას პირველობით დამთავრდა.გამარჯვებულმა 9-დან 8,5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან ლუკა პაიჭაძეს, მესამე ადგილზე 6,5 ქულით და უკეთესი კოეფიციენტით ნიკა ვოლკოვი გავიდა.

ჩემპიონობა მეექვსედ!

ნონა გაფრინდაშვილმა სლოვენიის ბლედში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე მეექვსედ მოიპოვა სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონის ტიტული!

გამარჯვებულმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით ერთპიროვნულად დაისაკუთრა პირველი ადგილი. ჩემპიონატის მეორე ქართველმა მონაწილემ, შარშანდელმა გამარჯვებულმა თამარ ხმიადაშვილმა 6 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

65+ ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილმა კი 6,5 დააგროვა და 33-ე ადგილს დასჯერდა.

გერმანელებიც დაჯაბნეს!

საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქულ ქონიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და მეწინავეთა შორის გადაინაცვლა!

კარლსენმა ტიტული შეინარჩუნა!

მაგნუს  კარლსენმა  ფაბიანო კარუანა  დამატებით ტაი ბრეიქში გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და  სამყაროს ყველაზე ძლიერი მოჭადრაკის ტიტული შეინარჩუნა!

მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ლონდონში გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ევროს შეადგენდა. საიდანაც ჩემპიონმა 55% მიიღო, რადგანაც ტაი-ბრეიკით იმარჯვა. ძირითად მატჩში  გამარჯვების შემხვევაში კი 60%-ს მიიღებდა.

პირველობა გაინაწილეს!

ლევან ფანცულაიამ და მერი არაბიძემ პირველობა გაინაწილეს  ჭადრაკის სასახლეში  გამართულ ქართული გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშებაზე! გამარჯვებულებმა შესანიშნავად იასპარეზეს და 9-დან 8-8 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება ფანცულაიამ დაისაკუთრა.

6,5 ქულით III-V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

3.გიგა ყუფარაძე

4.ნიკოლოზ ცომაია

მჭედლიშვილის პირველობით დასრულდა...

საქართველოს ნაკრების წევრის, მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა ესპანეთის ალმერიაში გაამრთული რიგით 41-ე ტურნირი სწრაფ ჭადრაკში!

ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 6 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.

ტექნიკური შედეგები

გვერდები

Top