შეხვედრა 'სოკარში'!

  შპს 'სოკარ ენერჯი  ჯორჯიამ', როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, საზეიმო შეხვედრამოუწყო 2017 წლის საქართველოსსაუკეთესო სპორტსმენს არაოლიმპიურ სახეობათა შორის, 2017 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატის და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს - ნანა ძაგნიძეს.  

შპს ‘სოკარ ენერჯი ჯორჯიას’ გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა პირადად მიულოცა ქართველ მოჭადრაკესწარმატებული 2017 წელი და მომავალში ახალი მიღწევები და სპორტული გამარჯვებები უსურვა.

გამარჯვებული დამატებითებმა გაარკვია!

 

პირველობა გაინაწილეს  მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და მსოფლიო რეიტინგ-სიის ტოპ ათეულის წარმომადგენელმა ანიშ გირიმ (რომელიც ამავე დროს ქართველთა სიძეცაა - საერთაშორისო დიდოსტატის, სოფიკო გურამიშვილის მეუღლე) ჰოლანდიის ვეიკ-ან-ზეეში დასრულებულ ტრადიციულ ასპარეზობაზე! სატურნირო რეგლამენტის მიხედვით მეტოქეებმა გამარჯვებული დამატებითი ტაი-ბრეიქის საშუალებით გამოავლინეს.კარლსენმა პირველივე პარტიაში დამაჯერებლად გადაითამაშა გირი და მეორე პარტიაში უკვე ყაიმი ეყო სამატჩო  გამარჯვებისათვის.

ჩემპიონობა მესამედ !

მიხეილ მჭედლიშვილმა მესამედ იზეიმა გამარჯვება საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატზე! მან, დღევანდელი ტაი-ბრეიქის პირველივე, 10-წუთიანი პარტიებისგან შემდგარ  მატჩში ანგარიშით 1,5:0,5 გაიმარჯვა  დავით ჯოჯუასთან შეხვედრაში.

ამრიგად, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: I -მიხეილ მჭედლიშვილი, II- დავით ჯოჯუა, III-თორნიკე სანიკიძე.

  ჩემპიონატში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

ჩემპიონს ტაი-ბრეიქი გაარკვევს!

 

მეორე პარტიაც ფრედ დასრულდა საჩემპიონო მატჩში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების: მიხეილ მჭედლიშვილსა  და დავით ჯოჯუას შორის. მეტოქეებმა თავი აარიდეს დაძაბულ თამაშს და დებიუტშივე შეთანხმდნენ ყაიზე. ამრიგად ჩემპიონის ვინაობა დამატებით  ტაი-ბრეიქში გახდება ცნობილი, რომელიც ხვალ 12:00 საათზე გაიმართება .

 თაი-ბრეიქი: ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:

ჩემპიონის ტიტულისათვის, მჭედლიშვილი და ჯოჯუა იბრძვიან...

დასასრულს  მიუახლოვდა საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი. დღეს  ფინალური შეხვედრების პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონის ტიტულისათვის მებრძოლი დავით ჯოჯუას და  მიხეილ მჭედლიშვილის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. მესამე ადგილისათვის გამართულ შეხვედრა კი ორმხრივი შეცდომებით მიმდინარეობდა და  საბოლოოდ თორნიკე სანიკიძის  გამარჯვებით დასრულდა. ხვალ, 14:00 საათზე გადაწყვეტი თამაშები გაიმართება.

ჯოჯუა  ½:1/2 მჭედლიშვილი

ყუფარაძე 0 :1 სანიკიძე

ლაშა ჯანჯღავას ლექციათა კურსი

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 22 იანვარს დაიწყო და 31 იანვრამდე გასტანს საერთაშორისო დიდოსტატ  ლაშა ჯანჯღავას თეორიული სემინარი.'ფიდეს სენიორ' მწვრთნელის ლექციათა კურსი განსაკუთრებით საინტერესოა  მოზარდებთან მომუშავე პედაგოგებისათვის.

პირველ ტურში ყველამ გამარჯვება იზეიმა!

ჰიბრალტარში  სტარტი აიღო მსოფლიოში ყველაზე უძლიერესმა საერთაშორისო ტურნირმა ‘Tradewise Gibraltar chess festival 2018’. შეჯიბრის მონაწილეთა შორის არიან: არონიანი, ვაშიე-ლაგრავი, ნაკამურა, ნავარა, ჰარიკრიშნა,ივანჩუკი და ა.შ.

ასპარეზობაზე საქართველოს სახელით მონაწილეობენ: ნანა ძაგნიძე (2522), ნინო ბაციაშვილი (2504), ბელა ხოტენაშვილი (2486) და სალომე მელია (2404).

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ყველა ქართველმა მონაწილემ გამარჯვება იზეიმა!

გვერდები

Top