ორეული დაწინაურდა...

 

 თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე  ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებას 3 ტურის შემდეგ  3-3 ქულით: ლევან ფანცულაია(2591) და დავიდ პარავიანი (რუსეთი;2548) ლიდერობენ. მომდევნო ტურში მათი შეხვედრა იქნება ყურადღების ცენტრში.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: დავით მაღალაშვილი(2496),გიორგი სიბაშვილი(2412), კონსტანტინე შანავა (2512), თამარ წერეთელი (2348), ლუკა პაიჭაძე(2580),ალექსანდრ ფიერი(ბრაზილია;2583) და მიხეილ კეკელიძე(2367).

პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში!

16 – 23  ნოემბერს  პირველად ევროპული ჭადრაკის ისტორიაში გაიმართება   კონტინენტის ონლაინ  ჩემპიონატი სკოლებს შორის (11 და 17  წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში). თითოეულ სკოლის გუნდის შემადგენლობაში 2 გოგონა და 2 ჭაბუკი მონაწილეობს.

ყველაზე უმცროს 11 წლამდე ჩემპიონატში საქართველოს  ღირსებას დაიცავს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური #41 სკოლის გუნდი. ნორჩ მოჭადრაკეები თანატოლებს სკოლის კომპიუტერული კლასიდან შეეჯიბრებიან.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი...

იტალიის ქალაქ ტავრიზიოში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.ასპარეზობა ჭაბუკთა და გოგონათა შორის შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს.  გამარჯვებული მოჭადრაკე ასევე დაჯილდოვდება მსოფლიო ჩემპიონატის და თასის საგზურით. 

საქართველოს ღირსებას ჩემპიონატში დაიცავენ:

გოგონათა შორის:

ნინო ხომერიკი

ნონა გაფრინდაშვილის თასი

13 ნოემბრიდან ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშება.შეჯიბრი შვეიცარულის სისტემით 9 ტურად გაიმართება.

ასპარეზობა 2 ტურნირად ტარდება და საერთო  საპრიზო ფონდი - 45 000 ლარს შეადგენს.

მონაწილეობს  7 ქვეყნის (საქართველო, აშშ, რუსეთი,ბრაზილია,ირანი,მალაიზია და სომხეთი) 125  მოჭადრაკე.

ქუთაისში დასრულდა...

ქუთაისში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩირაძის მემორიალი. ასპარეზობა გუნდური სისტემით 3 ასაკობრივ (7;8;10) კატეგორიაში 7 ტურად  ჩატარდა. ასპარეზობაში  ქვეყნის 4 რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ,ხოლო საპრიზო ფონდი 5 000 ლარს შეადგენდა.

 

7 წლამდე:

I ადგილი  - ‘მაია-I’ ქუთაისი  (მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე)   -  13 ქულა;

სენიორებმა იტალიაში ასპარეზობა დაიწყეს

იტალიის  საკურორტო ქალაქი აკვა თერმე ტრადიციულად მაპსინძლობს მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორ მოჭადრაკეთა შორის.

ასპარეზობა ოთხ ტურნირად ტარდება: ღია 50+; ღია+65; ქალთა 50+;ქალთა 65+

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

‘ღია’ 50+

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სენიორთა შორის გიორგი ბაღათუროვი, ზურაბ სტურუა, გიორგი ხომერიკი,ვარლამ ვეფხვიშვილი.

მინისტრმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დასრულებულ მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გათამაშდა. ქართველმა ქალებმა 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს და 14 ქულით ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

გვერდები

Top