ელვისებურში გვეტაძემ იმარჯვა!

ელვისებურ ჭადრაკში მეოთხე, დასკვნით ეტაპის შეჯიბრზე  ბრწყინვალედ იასპარეზა სოფიო გვეტაძემ! მის აქტივში 9-დან 8 გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრედ დასრულებული პარტიაა. გვეტაძეს 1,5 ქულით ჩამორჩა მაკა ფურცელაძე, ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით ნინო ხომერიკი განთავსდა.

გრან პრის ეტაპის 18 მონაწილეს შორის 7 საერთაშორისო დიდოსტატი და 3 საერთაშორისო ოსტატი გახლდათ.

ტექნიკური შედეგები

ჭადრაკის სასახლემ ქალთა გრან პრის დასკვნით ეტაპს უმასპინძლა

ალექსანდრა  ვახანიას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა სწრაფ ჭადრაკში გრან პრის მეოთხე ეტაპის გათამაშება. გამარჯვებულმა 9-დან 7 ქულაა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო ინგა ჭარხალაშვილს. მესამე ადგილზე 6 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მერი არაბიძე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირი უძლიერესი შემადგენლობით გამოირჩეოდა და 17 მონაწილიდან 8 საერთაშორისო დიდოსტატი (!) გახლდათ.

ტექნიკური შედეგები

ერთპიროვნულად დაწინაურდა!

გიორგი ბაგატუროვი სლოვენიის ბლედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორთა (50+)  შორის 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით  ერთპიროვნულად დაწინაურდა! ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე ზურაბ სტურუა.

ზედიზედ მესამედ!

 

ბათუმის ‘ნონამ’, საქართველოს რიგით მეხუთე საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო!

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ‘ნონა’ 4-ჯერ ფლობდა ქვეყნის უძლიერესი  კლუბის ტიტულს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ:

საკლუბოს კვლავ დუეტი ლიდერობს...

დასკვნითი ტურის წინ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატზე ლიდერობას ინარჩუნებენ: ‘თბილისი’ და ‘ნონა’. მეექვსე ტურში ორივე მათგანმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე. ‘თბილისმა’ 6:0 გაანადგურა ‘რუსთავი2’’ ხოლო ‘ნონამ’  ანგარიშით 5,5:0,5 დაჯაბნა ‘ზუგდიდი’. ფრედ დაასრულა შეხვედრა ჩემპიონატის მესამე ფავორიტმა რუსთავი1-მა ‘ამომავალ ვარსკვლავთან’ პაექრობა.

დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ‘თბილისი’ და ‘ნონას’ დაპირისპირება რადგან სწორედ ეს მატჩი გამოავლენს გამარჯვებულის ვინაობას.

ლიდერობას ინაწილებენ...

ფრედ  დასრულდა ლიდერთა: ‘თბილისი’ – ‘რუსთავი1’  შეხვედრა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მეხუთე ტურში. 4 პარტია  ყაიმით დამთავრდა, შედეგიან თამაშებში ნინო ხომერიკმა (თბილისი) ქეთი წაწალაშვილი (რუსთავი) დაამარცხა, ხოლო  თამაზ მგელაძემ (რუსთავი1) მერი არაბიძე (თბილისი). მესამე ლიდერმა ბათუმის ‘ნონამ’  ‘მშრალი’ ანგარიშით - 6:0 ქუთაისის ‘იმერეთს’ მოუგო და დამატებითი მაჩვენებლებით პირველზე გადაინაცვლა.

სენიორებმა სლოვენიის ბლედში ასპარეზობა დაიწყეს...

 

სლოვენიის ბლედში სენიორთა შორის რიგით 28-ე მსოფლიო პირველობამ  აიღო სტარტი. ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

U50+

ვაჟები: ზურაბ სტურუა, გიორგი ბაგატუროვი ;

გვერდები

Top