ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ვაჟთა  78-ე ეროვნული ჩემპიონატი.

ასპარეზობა  16 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 18 500 ლარს შეადგენდა.

 საპრიზო ფონდი:

         I  ადგილი      - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი

         II  ადგილი     - 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი

ვოლკოვმა ელვისებურში იმარჯვა!

ნიკა ვოლკოვის პირველობით დასრულდა  ტრადიციული საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ჯანიაშვილს. 8-8 ქულით III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.თორნიკე სანიკიძე; 4.მაკა ფურცელაძე; 5.გიორგი ნიკოლაშვილი; 6.ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

საპრიზო სამეულს ტაი-ბრეიქი გაარკვევს!

ლევან ფანცულაიამ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალის მე-2 პარტიაში რევანში აიღო და გიგა ყუფარაძე შავი ფიგურებით დაამარცხა.

ყაიმით დაასრულეს შეხვედრა დავიდ არუთინიანმა და ლუკა პაიჭაძემ.
ამრიგად, ორივე მატჩი ყაიმით დასრულდა ანგარიშით- 1:1
და ხვალ 12 საათზე გაიმართება ტაი-ბრექი საპრიზო სამეულის გასარკვევად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.

რეგიონების დახმარების პროექტის ფარგლებში...

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ  ფედერაციის წარმატებული პროექტის ‘რეგიონების დახმარების’  ფარგლებში გორში  ახლად დაარსებულ  შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციას  საოფისე ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.ასევე,  დღესვე  გორის საჭადრაკო  კლუბში სტარტი აიღო შიდა ქართლის ჩემპიონატმა.

მეოთხეზე დაასრულა...

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში  დასრულდა უძლიერესი ქალთა დახურული ‘Cairns Cup’  გათამაშება ორი ქართველი დიდოსტატის:ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.

მსოფლიო საჭადრაკო  რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი ქალი ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პეტროსიანის მემორიალი დასრულდა...

15 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმოდ დაიხურა მსოფლიოს ჩემპიონ  ტიგრან პეტროსიანის მემორიალი - 10-12 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის. ასპარეზობის გამარჯვებულები სასახლის საჭადრაკო სკოლის და თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
9 წლის გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანა კვირიაშვილმა (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი),

9 წლის ვაჟებში საუკეთესო ანდრია კვირიაშვილი იყო (მწვრთნელი- სოსო კვირიაშვილი);

ჩხაიძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა!

ფიდეს ოსტატ ნიკა ჩხაიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული თებერვლის 'ღია რეიტინგ ტურნირი'!
გამარჯვებულმა 8-დან 8-ვე პარტია მოიგო და უახლოესს მდევარს მთელი 2 ქულით გაუსწრო!
6 ქულით II-III ადგილები გაიყვეს: რევაზ ჭკუასელმა (2) და ლაშა კაჭკაჭიშვილმა (3).

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ დოლაკიძემ დააფიქსირა;

გვერდები

Top