20-წლიანებში ჩემპიონები გამოვლინდნენ!

ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ასპარეზობა ამავე დროს  საჭადრაკო მოღვაწის, კახი ჩიგოგიძის სახელს ატარებდა. ჩემპიონატის დახურვაზე ქართველი საჭადრაკო მოღვაწე  თბილი სიტყვებით გაიხსენეს: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ჩემპიონატში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

I    ადგილი - 500 ლარი;

მასტერ-კლასი გურჯაანში!

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის  გამარჯვებულმა  ნანა იოსელიანმა და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის  პრეზიდენტმა  გიო გიორგაძემ  გურჯაანელი მოზარდებისათვის  მასტერ-კლასი  გამართეს.   გურჯაანის საჭადრაკო კლუბში გამართული ღია გაკვეთილის თემა დამწყები მოჭადრაკეებისათვის სადებიუტო მომზადების ელემენტები გახლდათ.

ფოტოგალერეა

გამგეობა წელს პირველად შეიკრიბა

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა

 ოქმი # 1                           

 31.01.2018 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი, ნ. გაფრინდაშვილი,                         

                 ნ. იოსელიანი,  ზ. აზმაიფარაშვილი,  დ. გურგენიძე,  გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი,            

არონიანმა, 'ჰიბრალტარიც' მოიგო!

ჰიბრალტარში დასრულდა  საჭადრაკო სამყაროში  ერთ-ერთი  უძლიერესი და პოპულარული  საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალის ფარგლებში 7  ტურნირი ჩატარდა. ყველაზე ძლიერი ოსტატთა ტურნირი შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართა და პირველობა ერთბაშად 7-მა მონაწილემ გაინაწილა 7,5 ქულით. დამატებითი ტაი-ბრეიქით გამარჯვება და ტურნირის  მთავარი პრიზი ლევონ  არონიანმა(სომხეთი) დაისაკუთრა, ფინალურ ეტაპზე მაქს ვაშიე-ლაგრავის (საფრანგეთი) დამარცხებით.

ერთხმად წარადგინეს!

2018 წლის 31 იანვარს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გაიმართა გამგეობის სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენას ეხებოდა.

ესაძე ერთპიროვნულად დაწინაურდა!

სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ერთპირონულად ლიდერობს თამარ ესაძე 20 წლამდე ასაკის საქართველოს ჩემპიონატს გოგონათა შორის! ლიდერ ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: მარიამ ჯანიაშვილი და ელენე წოწონავა.

ასევე სამი მოგებით ერთბაშად სამი მონაწილე:ნოე თუთისანი,ირაკლი ახვლედიანი და ნიკა ღვამბერია ლიდერობს 20 წლამდე ასაკის  ჭაბუკთა პირველობას.მომდვენო ტურში ყურადღების ცენტრში:ახვლედიანო-თუთისანი და ღვამბერია-კოკაის დაპირისპირება იქნება.

ტექნიკური შედეგები:

ჩიგოგიძის თასისათვის ბრძოლა დაიწყო!

თბილისის  ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს  ჩემპიონატმა 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - ‘კახი ჩიგოგიძის თასი’.

ტექნიკური შედეგები:

ჭაბუკები

გოგონები

ტურნირში დაწესებული შემდეგი საპრიზო ფონდი:

გვერდები

Top