ყუფარაძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა!

ქუთაისელი საერთაშორისო დიდოსტატის გიგა ყუფარაძის (2500)  ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა. გამარჯვებულმა  7 ქულა დააგროვა და  ნახევარი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს.

6,5-6,5 ქულით II-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.თორნიკე სანიკიძე (2524)

3.დავით მაღალაშვილი (2496)

'მშრალი ანგარიშით' გაიმარჯვეს!

ქართველმა ქალებმა კონტინენტის ჩემპიონატის მეხეთუ ტურში მშრალი ანგარიშით 4:0 გაანადგურეს სომხეთის ქალთა ნაკრები და სატურნირო ცხრილის  მეორე საფეხურზე გადაინაცვლეს!  

          სომხეთი                   0  :  4    საქართველო 

ელინა დანიელიანი (2415) 0 : 1 ნანა ძაგნიძე   (2520)   

ლილიტ მკრტჩიანი (2390) 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი (2459)

ლილიტ გალოიანი  (2291)  0 : 1 ლელა ჯავახიშვილი (2438)

ფინიშამდე ორი ტურით ადრე...

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა. ფინიშამდე ორი ტურით 5,5- - 5,5, ქულით ადრე ასპარეზობას სამეული ლიდერობს:ნოე თუთისანი, გიგა ყუფარაძე და თორნიკე სანიკიძე.

მერვე ტურში ყურადღების ცენტრში და უმაღლესი ლიგის საგზურებისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება შემდეგი შეხვედრები: ყუფარაძე - სანიკიძე; მაღალაშვილი - თუთისანი,შანავა - ბერაძე, ღვამბერი - მგელაძე და ლორთქიფანიძე - მორჩიაშვილი.

ლიდერთა სათავეში!

საქართველოს ქალთა ნაკრებმა საბერძნეთის კრეტაზე მიმდინარე ევროპირველობის მესამე ტურში ზედიზედ  მესამე გამარჯვება იზეიმა და სათავეში ჩაუდგა ლიდერთა ჯგუფს. მომდევნო ტურში ჩვენს მოჭადრაკეებს  საჩემპიონო  მატჩი ელით რუს კოლეგებთან.

ვაჟთ გუნდმა ისლანდიის ნაკრები გაანადგურა ანგარიშით: 3,5:0,5 და მეოთხე ტურში რუმინელებს დაუპირისპირდებიან.

 

საქართველო            3 : 1    უნგრეთი

წარმატებული სტარტი!

 ორივე  ქართულმა გუნდმა ევროჩემპიონატის პირველივე ტურში პირველი გამარჯვება   იზეიმა!

ქალთა გუნდმა  მინიმალური ანგარიშით (2,5:1,5) ბელორუსია დაამარცხა, ხოლო ვაჟებმა  3:1 მაკედონიის გუნდი დაჯაბნეს.მომდევნო, მეორე ტურში ქალები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟები ჩეხებს.

 

საქართველო   2,5:1,5  ბელორუსია

27 ოქტომბრიდან...

ევროპის  გუნდური ჩემპიონატი საბერძნეთის  კრეტაზე  27 ოქტომბრიდან დაიწყება და 7 ნოემბრამდე გასტანს. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ქალთა შორის 32 ნაკრები.

 

საქართველოს ქალთა ნაკრები რეიტინგ-სიის მეორე ნომერი და ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია რუსეთისა და უკრაინის გუნდებთან ერთად.

შემადგენლობა:

1.ნანა ძაგნიძე      (2520)

2.ნინო ბაციაშვილი (2472)  

მეორე საპრიზო იტალიაში...

წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა ვალერიან გაფრინდაშვილმა  იტალიის ქალაქ არკოში დასრულებულ  ტრადიციულ საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირზე!

ქართველმა დიდოსტატმა წარმომადგენლობითი ტურნირი დამარცხების გარეშე განვლო, 5 პარტიაში გაიმარჯვა და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა. საბოლოოდ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.  პირველ ადგილი კი  8 ქულით ნიკიტა პეტროვმა (რუსეთი) დაისაკუთრა.

გვერდები

Top