ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ნონას თასი' საზეიმოდ გაიხსნა...

 თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ‘ნონას თასის’ საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრეებს მიმართეს: ლეგენდარულმა ჩემპიონმა, განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოგლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და მსოფლიო საჭადრკაო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა.

თასის გათამაშება 3 ტურნირად გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მიიღებს. ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი - 50 000 ლარს შეადგენს.

ასპარეზობის ორგანიზატორები:საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო;საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ფოტოგალერეა

 

  • სათაური: 'ნონას თასი' საზეიმოდ გაიხსნა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-09-2019 1:14 AM
  • Tags:
Top