ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ოლიმპიადის ჯილდო EuroDIG 2018-ის მონაწილესა და საუკეთესო საჭადრაკო სვლის ავტორს

საქართველო EuroDIG 2018-ს - ინტერნეტმმართველობის შესახებ ევროპულ დიალოგს - მასპინძლობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტარდება. EuroDIG-2018 აერთიანებს სახელმწიფო მოხელეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ღონისძიებაში ევროპის ქვეყნებისა და ევროსტრუქტურების 500-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.

                                                       

ღონისძიების მსვლელობისას მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მხარდაჭერით ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის, ზურაბ აზმაიფარაშვილისა და კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორის, ალექსანდრე სულავას პროექტი - „მილიონი სვლა“ ფორუმის მონაწილეებს შორის გაიმართა. ონლაინმატჩში საუკეთესო სვლის ავტორი პროფესორი მაიკლ როტერტი (გერმანია) აღმოჩნდა, რომელსაც 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის ორი მოსაწვევი და სამდღიანი სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

პრიზი გამარჯვებულს კლუბ „ანდერვილში“, #EuroDIG 2018-ის ფარგლებში გამართულ გალა-მიღებაზე, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა გადასცა. საუკეთესო სვლის ავტორმა, მაიკლ როტერტმა აღნიშნა, რომ ჭადრაკის დიდი მოყვარულია და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე დასწრება მისთვის დიდი პატივია.

ჭადრაკის ლეგენდა  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ  გია გიორგაძესთან ერთად.

  • სათაური: ოლიმპიადის ჯილდო EuroDIG 2018-ის მონაწილესა და საუკეთესო საჭადრაკო სვლის ავტორს
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-06-2018 3:25 PM
  • Tags:
Top