
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დასრულდა რიგით მე-12 საერთაშორისო ღია ტურნირი ‘12th Mayor's Cup International Open Chess Tournament 2019’ ქართველი მოჭადრაკეების: ლევან ფანცულაიას, მიხეილ მჭედლიშვილის,დავით ჯოჯუასა და ლუკა პაიჭაძის მონაწილეობით.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით ათ ტურად გაიმართა და პირველობა 8-8 ქულით ფარუხ ამონატოვმა (თურქმენეთი;2624) და მანუელ პეტროსიანმა (სომხეთი;2573) გაინაწილეს. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
3. ლევან ფანცულაია (საქართველო;2614)
4.სამველ ტერ-სააკიანი (სომხეთი;2611)
5.ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია;2543)
6.მაქსიმ ტუროვი (რუსეთი;2579)
7.ადამ ტუხაევი (უკრაინა;2527)
8.ლუკა პაიჭაძე (საქართველო;2557)
9.ზიაურ პახმანი (ბანგლადეში;2481)
10.რ.რ. ლახმანი (ინდოეთი;2437);
დავით ჯოჯუამ 7 ქულა დააგროვა, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა 6,5 ქულა.

- სათაური: ფანცულაიამ ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა...
- ავტორი:
- თარიღი: 18-06-2019 9:30 PM
- Tags: