
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა.თბილისელმა დიდოსტატმა რიგით მე-17 საერთაშორისო ‘ღია’ ტურნირზე 10 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად მოექცა ფინალური სიის სათავეში.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2.ივან პოპოვი (რუსეთი;2588);
3.ალექსეი ალექსანდროვი (ბელორუსია;2582);
4.ლუკა პაიჭაძე (საქართველო;2583);
5.სუსანტო მეგარანტო (ინდოეთი;2530);
6.ივან როზუმი (რუსეთი;2589).

- სათაური: ფანცულაიას ტრიუმფალური გამარჯვებათა სერია გრძელდება!
- ავტორი:
- თარიღი: 25-01-2019 8:39 PM
- Tags: