
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.
გოგონათა შორის ბრწყინვალე შედეგით 7-დან 7(!) გამარჯვება, პირველობა არავის დაუთმო მართა სამადაშვილმა (მწვრთნელი მზია წერეთელი)! ჩემპიონს 1,5 ქულით ჩამორჩა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა ანა ბლიაძე (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი), 5 ქულით მესამე ადგილზე იოანა ჯოჯუა (მწვრთნელი მერი ჟორჟოლიანი) განთავსდა.
ასევე ქულათა მაქსიმუმით გაიმარჯვა ნიკოლოზ ჯანგველაშვილმა (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) თანატოლ ბიჭუნებს შორის! 5,5-5,5 ქულით II-IV ადგილები გაინაწილეს დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2.მამუკა კალანდაძე (მწვრთნელი ციცინო კახაბრიშვილი);
3.ლუკა ქუნთელია (მწვრთნელი მზია წერეთელი);
4.გიორგი კორძაძე (მწვრთნელი ირაკლი კილაძე).

- სათაური: პატარა ჩემპიონები გამოვლინდნენ!
- ავტორი:
- თარიღი: 25-04-2019 11:32 PM
- Tags: