
დასასრულს მიუახლოვდა თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი. ნახევარფინალურ, 2 პარტიისგან შემდგარ მიკრო-მატჩში გამოვლინდა გადამწყვეტი ფინალის ორი მონაწილე.
დაძაბულად მიმდინარე ნახევარფინალში, ლუკა პაიჭაძემ - ლევან ფანცულაია დაამარცხა, ხოლო თორნიკე სანიკიძემ - კონსტანტინე შანავა. ამრიგად, ფინალში ერთმანეთს პაიჭაძე და სანიკიძე შეებრძოლებიან.
აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი უკვე ფლობდა ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს, სანიკიძე - 2009 წელს; პაიჭაძე - 2017 წელს.
მესამე ადგილის და ევროპის ჩემპიონატის საგზურისათვის ერთმანეთს ფანცულაია და შანავა დაუპირისპირდებიან.
V-VIII ადგილისათვის ბრძოლაში: დავით არუთინიანმა გაიოზ ნიგალიძეს მოუგო, ხოლო მერაბ გაგუნაშვილმა ბაჩანა მორჩიაშვილს.
ტექნიკური შედეგები:
პაიჭაძე 1,5 : 0,5 ფანცულაია
სანიკიძე 1,5 : 0,5 შანავა
არუთინიანი 1,5:0,5 ნიგალიძე;
გაგუნაშვილი 2 : 0 მორჩიაშვილი.
ხვალ,6 თებერვალს მონაწილეები დაისვენებენ, ფინალური შეხვედრები 7 თებერვლის 15:00 საათიდან განახლდება.
შეაგხსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 29 500 ლარს შეადგენს.
I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
-I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2020 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე;

- სათაური: ფინალისტები გამოვლინდნენ!
- ავტორი:
- თარიღი: 05-02-2020 11:57 PM
- Tags: