ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

პირველივე ტურში გაიმარჯვეს...

ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში აიღო სტარტი.ასპარეზობაზე  ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე  შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაეჯიბრებიან. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ასევე პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. პარტიები 18 მარტიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება,ხოლო დასკვნითი, ბოლო ტური 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების ჩვენება ანალიზით

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

საქართველოს  სახელით ჩემპიონატზე ასპარეზობენ:

1.ივან ჩეპარინოვი        (2683)

2.ბაადურ ჯობავა       (2622)

3.ლევან ფანცულაია  (2611)

4.ლუკა პაიჭაძე           (2576)

5.დავიდ არუთიანი   (2555)

6.გიგა ყუფარაძე        (2501)

7.ნოე თუთისანი        (2467)

8.ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465)

9.ნიკოლოზ კაჭარავა  (2424)

10.ლუკა ობოლაძე      (2340)

პირველი ტური გამარჯვებით დაიწყეს: ჯობავამ, ჩეპარინოვმა, პაიჭაძემ,არუთინიანმა,თუთისანმა და პეტრიაშვილმა.

  • სათაური: პირველივე ტურში გაიმარჯვეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-03-2019 2:52 AM
  • Tags:
Top