
საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ და ეროვნულმა ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვირაო ტურნირში პირველობა გაინაწილეს! დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი რანგით უფროსმა სანიკიძემ დაისაკუთრა.
გამარჯვებულებმა 11-დან 9,5 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს მესამე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ხომერიკმა აჩვენა, 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში - ვახტანგ ქარელიძემ, ხოლო 1500-მდე გიორგი პაპიაშვილმა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 400 ლარს შეადგენდა.

- სათაური: პირველობა გაინაწილეს!
- ავტორი:
- თარიღი: 04-03-2019 4:46 PM
- Tags: