ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ყრილობა იმერეთში!

 

იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის, რიგით მე-7 ყრილობა „კლინიკა-ლჯ“-ში გაიმართა. 
ღონისძიებაზე იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა ზაზა ლომინაძემ მოხსენება გააკეთა, სადაც გასული წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრა.
ყრილობის მსვლელობისას იმერეთის მხარის ფედერაციის პრეზიდენტმა ღვაწლმოსილი მოჭადრაკეები დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ასევე დასახელდა განვლილი წლების საუკეთესო ფედერაცია. აღნიშნული წოდება ბაღდათს ერგო და საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა.
ღონისძიების მიწურულს, იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ახალი ვადით არჩევა მოხდა. ყრილობის დელეგატებმა ეს მანდატი, უკვე მეორე ვადით, ბატონ ზაზა ლომინაძეს მიანიჭეს. 
პრეზიდენტი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. 
მოგვიანებით გამგეობის 13 წევრიც დაამტკიცეს.
კონფერენციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი გიორგაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ.

ფოტოგალერეა

  • სათაური: ყრილობა იმერეთში!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-03-2019 8:40 PM
  • Tags:
Top