ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!

თბილისის ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ვაჟთა  78-ე ეროვნული ჩემპიონატი.

ასპარეზობა  16 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 18 500 ლარს შეადგენდა.

 საპრიზო ფონდი:

         I  ადგილი      - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი

         II  ადგილი     - 4 500 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი

         III  ადგილი    - 3 500 ლარი + ფედერაციის გრანტი    500 ლარი

         IV ადგილი     - 2 500 ლარი

         V ადგილი       -   500 ლარი

         VI  ადგილი     -  500 ლარი

         VII  ადგილი    -  500 ლარი

         VIII ადგილი    -  500 ლარი

საპრიზო ფონდის გარდა პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეებისთვის დაწესებული იყო  ევროპის პირადი ჩემპიონატის დაფინანსება.

ჩემპიონატმა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა.ფინალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე დაუპირისპირდნენ.

ძირითადი მატჩი ყაიმით - 1:1 დასრულდა, პირველი პარტია ყუფარაძემ მოიგო, მეორე გადამწყვეტი კი ფანცულაიამ.

 გამარჯვებულის გამოსავლენად დანიშნულ ორი 25- წუთიანი (10 წამის დამატებით თითიეულ სვლაზე) პარტიისგან შემდგარ მატჩში. პირველი პარტია ყუფარაძემ მოიგო, ხოლო მე-2 პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ გიგა საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა.
ასევე ყაიმით დასრულდა ბრინჯაოსთვის პაექრობაში დავით არუთინიანსა და ლუკა პაიჭაძეს შორის გამართული მიკრო-მატჩი. თუმცა, საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ტაი-ბრეიქი.
დავით არუთიანიანის და ლუკა პაიჭაძის პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10წთ.) კი არუთიანიანის გამარჯვებით: 2:0 დამთავრდა.
საპრიზო სამეულში გასულმა მოჭადრაკეებმა ფულადი პრიზის გარდა  ევროპის პირად  ჩემპიონატზეც მიიღეს დაფინანსება.

დებულება

ფოტოგალერეა

ანალიზით პარტიების პირდაპირი ჩვენება 

  • სათაური: ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 18-02-2019 1:31 AM
  • Tags:
Top